გერმანიის შინამეურნეობებისთვის გაზის ტარიფის 11.5%–იანი ზრდაა მოსალოდნელი

გერმანიის შინამეურნეობებისთვის გაზის ტარიფის 11.5%–იანი ზრდაა მოსალოდნელი

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 310,000 გერმანელ ოჯახს გაზის ტარიფის 11.5%–იანი ზრდა ემუქრება. ეს კიდევ უფრო ამწვავებს წინასაარჩევნო სიტუაციას.

გერმანულ შინამეურნეობებს ევროპაში ყველაზე მაღალი ენერგოგადასახადები აქვთ. ეს ყველაფერი განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერით არის გამოწვეული, რაც დიდ თანხებს მოითხოვს. ამასთან, მთავრობამ, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, ენერგეტიკის სფეროს რიგი შეღავათები დაუწესა.

რადგანაც კონტრაქტის პირობები ყოველწლიურად გადაიხედება, შესაძლოა ამან გერმანიის 41.5 მილიონ შინამეურნეობაზე გადასახადების ზრდის გავლენა შეაჩეროს, მაგრამ ფასების შედარების პორტალ Check24–ის მტკიცებით, რეკორდულად გაზრდილი ტარიფები უკვე საცალო დონეზე გადადის.

Check24–ის მონაცემებით, ტარიფების 11.5%–იანი ზრდა 310,000 შინამეურნეობის გადასახადს, თითოეულისთვის 172 ევროთი გაზრდის. საშუალოდ ეს მომხმარებლები 20,000კილოვატ-საათში 1,516 ევროს იხდიან.

დაახლოებით 290,000 შინამეურნეობას, რომელთა წლიური მოხმარება 5,000 კვტ/სთ–ია, ფასების 3.7%–იანი ზრდა შეეხება.

ფასების ზრდა ისეთმა ფაქტორებმა განაპირობა, როგორიცაა: ევროპაში ნახშირბადის, ნავთობის ფასების ზრდა; გერმანიაში ამინდის გაუარესების გამო განახლებადი ენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვნად შემცირება; ქვანახშირის ელექტროსადგურების ექსპლუატაციიდან ეტაპობრივი ამოღება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში ბევრი გაზსაცავი ამჟამად ცარიელია, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ ამ დროს გაზზე მოთხოვნა იზრდება ხოლმე,  ხოლო კორონავირუსის შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გამოცოცხლების პირობებში ეს პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება.