Gilead-ი Tizona-ს აქციების ნახევარს ყიდულობს

Gilead-ი Tizona-ს აქციების ნახევარს ყიდულობს

ფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences-ი აპირებს შეიძინოს კიბოს სამკურნალო საშუალებების მწარმოებელი კომპანია Tizona Therapeutics-ის 49.9%-იანი წილი. როგორც Marketwatch-ი წერს, გარიგება $300 მილიონს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ Gilead-ს შესთავაზეს დანარჩენი აქციების ყიდვაც დამატებით $1.25 მილიარდად, ეტაპობრივი გადახდის წესითაც. თუმცა, საბოლოოდ რაზე შეთანხმდებიან, უცნობია.

“Tizona კიბოს პირველი კლასის იმუნოთერაპიის საშუალებებს ავითარებს, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი სხვაობა მოგვცეს ონკოლოგიაში და რაც შესაძლოა, დაეხმაროს პაციენტებს “, – განაცხადა Gilead-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენიელ ოდეიმ.

შეგახსენებთ, Gilead-ის აქციები გარიგებამდე მცირედით 0.4%-ით დაეცა, თუმცა, გასულ წელთან შედარებით მისი აქციები 20.2%-ითაა გაზრდილი. სწორედ აღნიშნული კომპანია აწარმოებს პრეპარატ “რემდესივირს“, რომელსაც ცალკეულ ქვეყნებში კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.