გიორგი პერტაია მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს წევრად აირჩიეს

გიორგი პერტაია მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს წევრად აირჩიეს

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) გენერალური საბჭოს წევრად აირჩიეს.

კენჭისყრის შედეგად, მთელი მსოფლიოდან გენერალური საბჭოს 20 წევრი შეირჩა, რომლებიც WCF-ს ორი წლის განმავლობაში, 2023-დან 2025 წლამდე უხელმძღვანელებენ.

საქართველოს სავაჭრო პალატა არის რეგიონიდან ერთადერთი პალატა, რომელიც წარმოდგენილია აღნიშნული გაერთიანების საბჭოს წევრად. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა 130 ქვეყნიდან 1200-მა წევრმა პალატამ მიიღო.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო პალატების ფედერაცია წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მმართველ ორგანოს – უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებას, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1200-ზე მეტ სავაჭრო პალატასა და 45 მილიონ ბიზნესს. ფედერაციის მთავარი საქმიანობა არის პალატების ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობა კერძო სექტორის განვითარების მიზნით.

მსოფლიო პალატების ფედერაციის გენერალური საბჭოს წევრობა გულისხმობს ფედერაციის სტრატეგიული მიმართულებების შემუშავებასა და გაწეული მომსახურებების განვითარებას, უზრუნველყოფს სავაჭრო-პალატების როლის პოპულარიზაციასა და პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას, ისევე როგორც ფედერაციის როლის მხარდაჭერას, წარადგინოს პალატების გლობალური ინტერესები.

ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *