გიორგი ფანგანი:  სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და მისი ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკას

გიორგი ფანგანი:  სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და მისი ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და მისი ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკას. განახლებადი ენერგიების საკითხზე სემეკის წევრმა „The Voice of Renewables”-ის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა. პანელურ დისკუსიაზე გიორგი ფანგანმა ყურადღება გაამახვილა მწვანე ენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის აუცილებლობაზე, სემეკის როლსა და  იმ მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც ხელს უწყობს განახლებადი ენერგიების გამოყენებას საყოფაცხოვრებო სექტორშიც.

„ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად, საშუალოდ 4%-იანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რასაც ჩამორჩება ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის მაჩვენებელი. იმისთვის, რომ არ მივიღოთ კიდევ უფრო მეტად გაზრდილი იმპორტი, აუცილებელია ადგილობრივი წარმოების განვითარება. ჩვენ უნდა შევძლოთ ელექტროენერგიის შიდა მოხმარების დაკმაყოფილება, ძირითადად, ადგილობრივი წარმოებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროენერგიის იმპორტის კიდევ უფრო მატება ენერგოდამოუკიდებლობის იმ დონესაც კი, რაც დღეს გვაქვს, დიდი ხნით ჩამოგვაშორებს“,  – განაცხადა გიორგი ფანგანმა დისკუსიისას.

The Voice of Renewables”-ის  მიერ ორგანიზებული  ორ დღიანი კონფერენციის თემაა განახლებადი ენერგიები. გიორგი ფანგანთან ერთად სადისკუსიო პანელში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლებმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *