გლობალური კვლევის თანახმად, მოქალაქეები თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკას ემხრობიან - Povaddo

გლობალური კვლევის თანახმად, მოქალაქეები თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკას ემხრობიან - Povaddo

დღევანდელი სამყარო გვაძლევს ცვლილების შესაძლებლობას. ტექნოლოგიური ინოვაციები და სამეცნიერო მიღწევები ის წინაპირობაა, რომელიც პროგრესის განხორციელებას ემსახურება. პროგრესის, რომელიც დაგვეხმარება გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, სადაც დაცული იქნება თითოეული ინდივიდის კეთილდღეობა.

თუმცა, უკეთესი მომავლისკენ სვლის პროცესში, საზოგადოების პოლარიზაცია მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს.

მოსახლეობის მხრიდან პროგრესისადმი მზაობის, თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების მიმღებლობისა და ცნობიერების დონის დასადგენად, ფილიპ მორის ინთერნეიშენალის დაკვეთით, დამოუკიდებელმა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია Povaddo-მ მსოფლიოს 22 ქვეყანაში ჩაატარა კვლევა, რომელშიც 44 000 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა.

აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 82%-ის აზრით, პროგრესს სწორედ საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია აფერხებს, ხოლო განვითარების მიღწევა მხოლოდ შუალედური გადაწყვეტის პოვნით არის შესაძლებელი.

უფრო მეტიც, 10 გამოკითხულიდან 8 ფიქრობს, რომ უკეთესი მომავლის შესაქმნელად და პროგრესის განსახორციელებლად საჭიროა კომპანიებს, საზოგადოების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ ინსტიტუტებს შორის ღია დიალოგის არსებობა და საერთო ძალისხმევის განხორციელება, რაც შესაძლებელს გახდის მათ წინაშე მდგარი გამოწვევების გადაწყვეტას.

მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო ორგანოებისა და მთავრობების მხრიდან თამბაქოს ინდუსტრიის მიმართ უნდობლობა კვლავ საკმაოდ მაღალია.

ამის საპირისპიროდ, გამოკითხულთა 90% მიიჩნევს, რომ საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის საჭიროა ლიდერთა მხრიდან ყველა შესაძლებლობის განხილვა, მათ შორის ისეთი შესაძლებლობების, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის მათ პოზიციებთან.

თუმცა, როდესაც საქმე ნიკოტინისა და თამბაქოს მოხმარებას ეხება, მწეველები მიიჩნევენ, რომ მათ არ უსმენენ. გამოკითხვის თანახმად, 10-დან ოთხი ნიკოტინის მომხმარებელი თავს დისკრიმინირებულად და მარგინალიზებულად გრძნობს.

ეს კი საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებული იმ მკაცრი რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესებასა და მეცნიერების უგულებელყოფაში გამოიხატება, რომლებიც არ ითვალისწინებენ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლებლობას, ისინი საფრთხის ქვეშ აყენებენ იმ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას.

უფრო მეტიც, გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ალკოჰოლისა და თამბაქოს მომხმარებლებმა სრულად დაანებონ თავი ზიანის შემცველი პროდუქტების მოხმარებას, სწორედ ამიტომ, ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლებლობა.

მეცნიერება, როგორც კომპრომისის პოვნისა და უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა

Povaddo-ს კვლევის ფარგლებში, გამოკითხულთა 85% მიიჩნევს, რომ ის გადაწყვეტილებები რომლებიც ზეგავლენას ახდენს საზოგადოებასა და საყოველთაო კეთილდღეობაზე მეცნიერულ კვლევებსა და ფაქტებზე დაფუძნებით უნდა იყოს მიღებული.

რესპონდენტების 87%-ს აქვს მოლოდინი, რომ მთავრობის წარმომადგენლები მიიღებენ მეცნიერულ ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც შესაბამისობაში მოვა ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინოვაციებთან. შესაბამისად, რესპოდენტთა 72% თანხმდება, რომ მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ ალტერნატიული მოწყობილობების როლი თამბაქოს უკვამლო მომავლის შექმნის პროცესში.

რაც ნიშნავს იმას, რომ თამბაქოს მოხმარების პრევენციული ზომების, მწეველთა რაოდენობის შემცირებისკენ მიმართული ინიციატივებისა და შეზღუდვების პარალელურად საჭიროა თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიების იმპლემენტაცია, რაც შესაძლებელს გახდის საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევას და თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის განხორციელებას.

„მეცნიერული და ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენებით ჩვენ მიერ შექმნილი თამბაქოს უკვალო მოწყობილობა მიზნად ისახავს, სრულად ჩაანაცვლოს ტრადიციული სიგარეტის მოხმარება. მიგვაჩნია, რომ ევროპის ბაზარზე 10-15 წელიწადში ჩვენ შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საჭიროა აღნიშნული მოწყობილობების მოწევის პრევენციისა და შეზღუდვებისკენ მიმართული ინიციატივების პარალელურად იმპლემენტაცია“, – აღნიშნავს გრეგუარ ვერდო, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *