Goldman Sachs-მა ევროპის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა – მიზეზი "ლოქდაუნებია"

Goldman Sachs-მა ევროპის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა – მიზეზი "ლოქდაუნებია"

Goldman Sachs-მა დიდი ბრიტანეთისა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რეგიონში ახალი “ლოქდაუნები“ გამოცხადდა.

ბანკი ახლა დიდ ბრიტანეთში მეოთხე კვარტალში მშპ-ის 2.4%-იან კლებას ელის, მანამდე კი 3.6%-იან ზრდას პროგნოზირებდა. ამის შესახებ Goldman Sachs-ის მთავარი ეკონომისტი ევროპის საკითხებში სვენ ჯარი სტენი აცხადებს.

ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა რამდენიმე დღის წინ ერთთვიანი მორიგი “ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომელიც ხვალ ამოქმედდება და 2 დეკემბრამდე გასტანს. მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღეს საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, საბერძნეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც.

შესაბამისად, Goldman-მა მთლიანად ევროზონის მეოთხე კვარტლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ეკონომიკური აქტივობები საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. შესაბამისად, ბანკის მოლოდინით, რეგიონი 2.3%-იან კლებას უნდა ელოდოს წლის ბოლო კვარტალში, მაშინ როდესაც წინა პროგნოზით 2.2%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი.

Goldman Sachs-ის ეკონომისტები აცხადებენ, რომ ახალი შეზღუდვები სავარაუდოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდება, თებერვლიდან კი ეტაპობრივად ეკონომიკის გახსნას უნდა ველოდოთ.

“ჩვენი მოლოდინით უფრო ხანგრძლივი “ლოქდაუნი“ გამოიწვევს 2021 წლის პირველ კვარტალში ზრდის ნეგატიურ მაჩვენებელს, რაც ეკონომიკას ორმაგად უფრო ღრმა რეცესიაში ჩააგდებს“, – აცხადებენ ეკონომისტები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *