Goldman Sachs - ოქროს კორონავირუსის მიმართ "იმუნიტეტი" აქვს

Goldman Sachs - ოქროს კორონავირუსის მიმართ "იმუნიტეტი" აქვს

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზრებზე კორონავირუსის ეპიდემიის გავლენა დიდია, Goldman Sachs-ი აცხადებს, რომ არის ერთი აქტივი, რომელიც უსაფრთხოდაა. ესაა ოქრო.

“მაშინ როდესაც არსებული ვითარებაში ბევრი რამ ბუნდოვანია, არსებობს ერთი რამ, რასაც ეს არ ეხება. ეს არის ოქრო, რომელსაც ადამიანებისა და ეკონომიკებისგან განსხვავებით, ვირუსის მიმართ იმუნიტეტი აქვს”, – განაცხადა Goldman Sachs-ის წარმომადგენელმა ჯეფ ქიურიმ.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ძვირფას მეტალს 2016 წლის შემდეგ ყველაზე რთული კვირა ჰქონდა. გასულ პარასკევს ოქროს ფასები 4,61%-ით დაეცა. თუმცა, მაინც ჯეფ ქიურის თქმით, ოქრო არის ვალუტა, რომელიც შეიძლება იყოს გაცვლის საშუალება ვირუსის დროს.

“ოქრომ გადააჭარბა ისეთ უსაფრთხო აქტივებს, როგორიც არის იაპონური იენი და შვეიცარიული ფრანკი”, – განაცხადა Goldman Sachs-ის წარმომადგენელმა.

CNBC

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *