Google-მა დუბლინში 120 მლნ ევროდ უზარმაზარი საოფისე შენობა შეიძინა

Google-მა დუბლინში 120 მლნ ევროდ უზარმაზარი საოფისე შენობა შეიძინა

Google-მა დუბლინში 120 მილიონ ევროდ უზარმაზარი საოფისე შენობა Treasury Building-ი შეიძინა. აღნიშნულს წინ უძღოდა დაახლოებით ორწლიანი მოლაპარაკებები შენობის მფლობელებთან – დეველოპერ ჯონი რონანთან, პედი მაკკილენსა და პერსი ნომინისთან.

Treasury Building-ი ირლანდიის დედაქალაქში, “გრანდ კანალის” ქუჩაზე მდებარეობს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ახალი შენაძენის შედეგად Google-ი ირლანდიაში დასაქმებულთა რაოდენობას დაახლოებით 1200-ით გაზრდის. ამჟამად მას დაახლოებით 8,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს ევროპული სათაო ოფისი სწორედ დუბლინში აქვს გახსნილი, სადაც არსებული შენობები 100 და 99 მილიონ ევროდ 2011 წელს შეიძინა. ორივე შენობა აშენებული იყო Treasury Holdings-ის მიერ.

გარდა აღნიშნული შენობებისა, Google-ის თანამშრომლები დუბლინში მდებარე კიდევ რამდენიმე შენობაში მუშაობენ.

წყარო: irishtimes

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.