Harley-Davidson-ის ერთადერთი ელექტროჩოპერი აუქციონზე გაიყიდა

Harley-Davidson-ის ერთადერთი ელექტროჩოპერი აუქციონზე გაიყიდა

Harley-Davidson-ის შვილობილი ელექტროველოსიპედების კომპანიამ Serial 1 აუქციონზე ელექტროჩოპერის უნიკალური მოდელი – Mosh/Chopper-ს გაყიდა. აღსანიშნავია, რომ ამ სერიის ფარგლებში, კომპანიის მიერ წარმოებული თითოეული ელექტროველოსიპედი უნიკალურია – Mosh/Chopper სერიის პირველი მოდელია. Series 1 ყოველწლიურად რამდენიმე მოდელის გამოშვებას გეგმავს.

მათი უახლესი მოდელი კომპანიამ Sturgis Motorcycle Rally-ზე წარადგინა, გასულ კვირას და ამით ერთგვარად დააანონსა, რომ ელექტრომოტოციკლების ბიზნესამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, ფსიქოდელიური ლურჯი საღებავით შეღებილი და ჩოპერისათვის დამახასიათებელი ელემენტებით დახუნძლული ელექტროჩოპერი 60-იანი წლების ვილი-ველოსიპედების სილუეტს იმეორებს. აღსანიშნავია, რომ სილამაზის გარდა, Mosh/Chopper საკმაოდ მძლავრიც არის: ის Gates Carbon Drive-ის ამძრავი ღვედით, TRP-ის ჰიდრავლიკური მუხრუჭებით და გერმანული Brose-ს 250-ვატიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც 32 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

აუქციონი 11 აგვისტოს დასრულდა და ელექტროჩოპერი $14,200 დოლარად გაიყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.