Coca-Cola და Nestle კვლავ დომინანტი ბრენდებია კვებისა და სასმლის სექტორში

Coca-Cola და Nestle კვლავ დომინანტი ბრენდებია კვებისა და სასმლის სექტორში

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო კვებისა და სასმლის სექტორმა მნიშნელოვანი დანაკარგები განიცადა. 2021 წელს სასმლის ტოპ-25 ბრენდის ღირებულება 6%-ით შემცირდა. საკვებისა და შოკოლადის ბრენდების ღირებულებამ კი დაახლოებით 4%-იანი კლება განიცადა. თუმცა, ამ კლების ფონზეც, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდები, Coca-Cola და Nestle კვლავ ინარჩუნებენ ამ ინდუსტრიაში დომინანტურ პოზიციებს.

13%-იანი კლების მიუხედავად, ამერიკული გიგანტი Coca-Cola ყველაზე ძვირადღირებული სასმლის ბრენდად დასახელდა. მისმა საერთო ღირებულებამ 33.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ მეტია მისი კონკურენტის, PepsiCo-ს ღირებულებაზე (18.4 მილიარდ აშშ დოლარი).

გარდა ამისა, Brand Finance-ის მიხედვით, კოკა-კოლა ფარდობითი სიძლიერის მიხედვითაც პირველადგილოსანი ბრენდია. ეს მაჩვენებელი ისეთი კრიტერიუმების მიმართ მდგრადობას ითვალისწინებს, როგორიც ინვესტიციები, მეწილეები, აქციათა მფლობელები და ბიზნეს ფუნქციონირებაა. ამ მაჩვენებლით კოკა-კოლა არა მხოლოდ საუკეთესო სასმლის ბრენდია, არამედ მსოფლიოს ყველა კომპანიას შორის მეოთხე ადგილზეც იმყოფება.

ყველაზე ძვირადღირებული სასმლის ბრენდების ათეულში ასევე Pepsi, RedBull, Nescafe, Monster, Sprite, Gatorade, Dr.Pepper, Mtn Dew და Lipton შედიან.

რაც შეეხება კვების ინდუსტრიას, აქ Nestle დომინირებს. Coca-Cola-ს მსგავსად, შვეიცარიული ბრენდის ღირებულებაც შემცირდა მიმდინარე წელს. მისმა დანაკარგებმა 4.3% შეადგინა, თუმცა, ამისდა მიუხედავად, იგი თითქმის უკონკურენტოდ ლიდერობს მთელს ინდუსტრიაში. ბრენდის საერთო ღირებულება 19.4 მილიარდი აშშ დოლარია, რაც მეორე ადგილოსან Yili-ზე დაახლოებით ორჯერ მეტია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *