ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ლოურენს ბეკაუ აცხადებს, რომ მისი და მისი მეუღლის ანალიზები დადებითია.

“ჩვენ სიმპტომების გამოვლენა კვირას დაგვეწყო, ჯერ ხველა, შემდეგ ცხელება და კუნთების ტკივილი, დავუკავშირდით ჩვენს ექიმებს ორშაბათს. გუშინ ავიღეთ ანალიზი და რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ პასუხი”, – განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მან ზუსტად არ იცის, თუ საიდან შეიძლება დაინფიცირებულიყო. თუმცა, მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ძალიან ცოტა ადამიანთან ჰქონდათ შეხება, ვინაიდან 14 მარტის შემდეგ ორივე სახლიდან მუშაობდა.

შეგახსენებთ, ჰარვარის უნივერსიტეტმა ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შესახებ მიმდინარე თვეს განაცხადა და სტუდენტებს მოუწოდა საერთო საცხოვრებელი კამპუსი დაეტოვებინათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.