Heineken-ი 8000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს

Heineken-ი 8000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს

 

FORBES.GE

Heineken-ი 8000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს – Forbes Georgia

ჰოლანდიური ლუდის მწარმოებელი Heineken-ი 8000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს

თამთა ჯიჯავაძე

თებერვალი 10, 2021 at 3:03 pm

29 ნახვა

ჰოლანდიური ლუდის მწარმოებელი Heineken-ი 8000 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს, რათა საოპერაციო მაჩვენებლები პრეპანდემიურ დონეს დაუბრუნოს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ლოკდაუნებმა მათი შემოსავლები მკვეთრად შეამცირა.

მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილესმა ლუდის მწარმოებელმა, რომელიც ევროპაში ყველაზე გაყიდვად ლუდს აწარმოებს, განაცხადა, რომ სამუშაო ადგილების შემცირებით მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 2023 წლამდე  დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის დაზოგვას შეძლებს.

Heineken-ში ამბობენ, რომ ამ რაოდენობის თანხის დაზოგვა ზოგადად ორგანიზაციის რედიზაინის, კომპლექსურობის შემცირების და ყველაზე ნაკლებად ეფექტიანი ხარჯების იდენტიფიცირებით გახდება შესაძლებელი.

ამის ფარგლებში ერთ-ერთ გამოსავლად დასახელდა 8 000 სამუშაო ადგილის გაუქმებაც, რაც კომპანიის მთლიანი სამუშაო ძალის 9%-ს შეადგენს. მათი გაუქმებით 420 მლნ ევრო დაიზოგება, ასევე პერსონალის ხარჯებიც დაახლოებით 350 მილიონი ევროთი შემცირდება.

კომპანია აგრეთვე გეგმავს,  წინ წამოსწიოს ისეთი პრემიუმ-ბრენდების წარმოება, როგორიცაა, მაგალითად, უალკოჰოლო ლუდი. ასევე  მისი მიზანია, გახდეს საუკეთესო ლუდის მწარმოებელი, რომელიც ციფრულად მოემსახურება მომხმარებლებს, რომლებსაც ლუდის ყიდვა ონლაინ სურთ. და მათი რიცხვი მზარდია.

ცნობისთვის, ბრაზილია, მექსიკა და Heineken-ის კიდევ რამდენიმე უმსხვილესი ბაზარი ჯერ კიდევ პანდემიის შედეგებს ებრძვის. ლუდის მწარმოებელი აცხადებს, რომ მიმდინარე შეზღუდვები ნიშნავს იმას, რომ 2021 წლის შემოსავლები და მოგება 2019 წლის მაჩვენებლებზე ნაკლები იქნება. თუმცა Heineken-ში წელს მაინც ელოდებიან, რომ ვითარება გლობალურად გაუმჯობესდება –  ევროპაში ბარები და რესტორნები ისევ გაიხსნება, რაც 2022 წლისთვის უკეთეს შედეგებს მოიტანს.

აღსანიშნავია, რომ Heineken-ის შემოსავალი 2020 წელს 35.6%-ით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *