Herbalife Nutrition-ი, როგორც პარტნიორი | ინტერვიუ ირაკლი ჩაჩანიძესთან

Herbalife Nutrition-ი, როგორც პარტნიორი | ინტერვიუ ირაკლი ჩაჩანიძესთან

გლობალური კვების კომპანია Herbalife Nutrition-ი, რომელიც მსოფლიოში 1980 წლიდან ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას ცდილობს, საქართველოში ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. ის პროდუქტს დისტრიბუტორების ქსელის – დამოუკიდებელი პარტნიორების მეშვეობით ყიდის. ამ მოდელით Herbalife Nutrition-ი, საქართველოს გარდა, კიდევ 94 ქვეყანაში ოპერირებს. კომპანია მსოფლიო მასშტაბით 2,3 მლნ დამოუკიდებელ დისტრიბუტორს აერთიანებს. Forbes Georgia საქართველოში Herbalife Nutrition-ის მიღწეულ შედეგებსა და ტენდენციებზე კომპანიის ამიერკავკასიის ბიზნესის მხარდაჭერის მენეჯერს, ირაკლი ჩაჩანიძეს ესაუბრა.

ბატონო ირაკლი, როგორია Herbalife Nutrition-ის ბრენდის ათწლიანი ოპერირების შედეგები საქართველოში?

ჩვენი ბიზნესი საქართველოს მასშტაბით წლიდან წლამდე იზრდება და ამით ძალიან ვამაყობთ. ჩვენი მომხმარებლებისა და ასევე დისტრიბუტორების რაოდენობაც მზარდია. ისინი იზიარებენ ჩვენი კომპანიის ღირებულებებს, გვენდობიან და უყვართ ჩვენი პროდუქტები. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბიზნესი სტაბილურად ვითარდება. თბილისში გვაქვს გაყიდვების ოფისი, ასევე ჩვენი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით ვახდენთ პროდუქტის რეალიზაციას. თითოეული დამოუკიდებელი პარტნიორი კი ინდივიდუალური მეწარმეა, რომელიც საკუთარ ბიზნესს დიდი ბრენდის ფრთის ქვეშ მართავს. შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ, თუმცა განვითარებაზე ზრუნვას არ ვწყვეტთ.

Herbalife-ს გაყიდვების განსხვავებული მოდელი აქვს, რომელსაც უკვე ოთხი ათეული წელია, იყენებს. რა განაპირობებს მის წარმატებას?

კომპანიასა და მის დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობის ფორმა 40 წლის განმავლობაში არ შეცვლილა და არც მომავალში ვაპირებთ მის შეცვლას, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება. ჩვენს ბიზნესმოდელში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ, პროდუქტის გარდა, მომხმარებელი იღებს კვალიფიციურ მხარდაჭერას. კერძოდ, ადამიანებს კვების ჩვევების შეცვლის გზით ცხოვრების გაუმჯობესებაში ვეხმარებით. ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორები მომხმარებელს მიზნების დასახვაში ეხმარებიან, უზრუნველყოფენ პირად კონსულტაციებს, ადგენენ კვების ინდივიდუალურ გეგმას და აკონტროლებენ მის შესრულებას, ზრუნავენ მათ მოტივაციაზე. ეს ჩვენი მოდელის უპირატესობაა და ამას ვაცნობიერებთ. ეს ჩვენი ძლიერი მხარეა.

პირდაპირი გაყიდვების, როგორც ბიზნესმოდელის, სირთულეებზეც რომ ვისაუბროთ, რა განწყობებს ხედავთ ამ მიმართულებით?

ზოგადად, დასავლეთში პირველი პირდაპირი გაყიდვების კომპანიები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ, ჩვენთან კი მათ შესახებ მხოლოდ 1990-იან წლებში შეიტყვეს. ამ დროს არასწორი განწყობები შეიქმნა, ათწლეულების მანძილზე საბჭოთა ეკონომიკის შედეგად, საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა ისეთი ბიზნესის მისაღებად, სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა არა კლასიკური სარეკლამო და საცალო ქსელები, არამედ დისტრიბუტორები იყვნენ. ამიტომაც ხშირად მომხმარებელს არა აქვს ინფორმაცია დამატებითი ღირებულების შესახებ, რასაც ჩვენს შემთხვევაში მომხმარებელი იღებს პროდუქტთან ერთად და ეს ღირებულება ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორის მიერ გაწეულ მომსახურებაში მდგომარეობს.

ვინ არიან ძირითადად თქვენი პარტნიორები? რა არის Herbalife-თან ბიზნესის დაწყების მთავარი უპირატესობა?

მთავარი პლუსია მინიმალური ფინანსური რისკები და ინვესტიციები. მომავალ მეწარმეებს ყველაზე მეტად საწყისი კაპიტალი აინტერესებთ. რაც უნდა მცირე ბიზნესი იყოს, დამწყები მეწარმისთვის საწყისი ინვესტიციის ოდენობა ყოველთვის დიდია. საჭიროა სესხის აღება ან კაპიტალის წინასწარ მოგროვება. ჩვენს შემთხვევაში კი ყველა ხარჯს, რაც დაკავშირებულია პროდუქციის პარტნიორისთვის მიწოდებასთან, კომპანია საკუთარ თავზე იღებს. აქ შეგიძლიათ, გრაფიკი ინდივიდუალურად დაგეგმოთ, ხოლო შემოსავალი სამუშაოს შესრულების ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

საქართველოში ყოველწლიურად უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს გადაწყვეტილებას, ბიზნესი დაიწყოს Herbalife Nutrition-თან ერთად. ჩვენს დამოუკიდებელ პარტნიორებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შედიან. ჩვენ ღია ვართ ყველასთვის. არიან ისეთებიც, ვინც მხოლოდ დამატებითი შემოსავლისთვის ინტერესდება, მაგრამ უფრო მეტია ისეთი, ვინც Herbalife Nutrition-ი მთავარ კარიერად აქცია.

Herbalife-თან ხელშეკრულება 2011 წელს გავაფორმეთ და კომპანიის დამოუკიდებელი ბიზნესპარტნიორები გავხდით. თავდაპირველად ჩვენ თავადვე დავიწყეთ პროდუქციის მოხმარება, და როცა არაჩვეულებრივი შედეგები მივიღეთ, ამან კომპანიისადმი რწმენა კიდევ უფრო გაზარდა. შემდეგ უკვე სასწავლო პროგრამის კურსებიც გავიარეთ, შევადგინეთ სამოქმედო გეგმა და დავიწყეთ ბიზნესპროექტის განხორციელება. ნებისმიერი საქმის წამოწყება გამოცდილების, ფინანსების, ხარისხიანი პროდუქციისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენლად რთულია, ამიტომაც ბევრი ადამიანი არც ფიქრობს საკუთარი საქმის წამოწყებას. Herbalife-თან პარტნიორობით კი ეს საკითხები უკვე გადაწყვეტილია. თავისთავად დიდი იმედი და მოტივაციაა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც საუკეთესოა ინდუსტრიაში.

ამ ათი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ლიდერთა გუნდთან და კომპანიასთან ერთად. კომპანიაში წარმატების ბევრი ისტორია შეიქმნა. ამ პერიოდში საქართველოში ჯანსაღი და სწორი კვების კლუბების ბიზნესმოდელი დაიხვეწა, რომელიც, ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო საინტერესო და მოგებიან სახეს მიიღებს. ასევე ამ ათ წელიწადში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული Generation – H-კომიტეტი, რომელმაც ახალგაზრდებში ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის დამკვიდრება დაიწყო. გარდამტეხი ეტაპი კი პანდემიის პერიოდი იყო. როცა ბევრი ბიზნესი იხურებოდა და სამუშაო ადგილები მცირდებოდა, კომპანიამ და ლიდერთა გუნდმა სწრაფად მოახერხა გადაწყობა ახალ მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე. ეს იყო გუნდური მუშაობის კარგი მაგალითი. საქართველომ საუკეთესო შედეგები აჩვენა რეგიონში. ბევრი ახალი ადამიანი შემოგვიერთდა როგორც ბიზნესში, ასევე მომხმარებლის სახით და ამან გამოიწვია მსოფლიოსა და საქართველოში ბიზნესის მკვეთრი ზრდა.

როგორ ხედავთ კომპანიის მომავალს საქართველოში?

მომავალს დიდი მოლოდინითა და ოპტიმიზმით ვუყურებ. ასეთი ოპტიმიზმის საფუძველი, რა თქმა უნდა, ჩვენი მომხმარებელი და ჩვენი გუნდია. ჩვენი დაკვირვებით, ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი იწყებს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და დაბალანსებულ კვებაზე ფიქრს. ჩვენ გვყავს მომხმარებლების დიდი რაოდენობა, რომლებმაც საოცარ შედეგებს მიაღწიეს და ამ შედეგებს სხვებს უზიარებენ. ეს ჩვენი ყველაზე დიდი რეკლამაა. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ წინსვლას. ჩვენი საქმიანი მიზნების პარალელურად კი, ვგრძნობთ სოციალურ პასუხისმგებლობას და მისიას, დავეხმაროთ ადამიანებს, დაუბრუნდნენ სასურველ ფიზიკურ მდგომარეობას და კომფორტული და სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრონ.

რა ძირითად მიმართულებებზე აკეთებთ აქცენტს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით?

CSR-ის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გვაქვს: ეს არის შიმშილობის აღმოფხვრა, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა. ძალიან გვეამაყება, რომ კომპანიამ ბავშვთა საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რომელიც მთელ მსოფლიოშია წარმოდგენელი და ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-2 მიზანს – „ნულოვან შიმშილს“. შესაბამისად, ფონდის მიზანია შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოება და გაუმჯობესებული კვებისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

ასევე მნიშვნელოვანია ეკოლოგია და გარემოს მდგრადი განვითარება. კომპანიაში დანერგილია ეკოსტანდარტები. მაგალითად, ხორციელდება მწვანე ოფისის კონცეფცია, ასევე ნედლეულის შეგროვების, დამუშავებისა და გადამუშავების ინიციატივები. კომპანია ორიენტირებულია პროდუქტის ახალი შესაფუთი მეთოდების შემუშავებაზე, რომლებიც უსაფრთხო, ფუნქციური და ეკოლოგიურად სუფთა იქნება. გარდა ამისა, პლასტმასის ნარჩენების შემცირება ბრენდის ინოვაციური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. მუდმივად ვაუმჯობესებთ ტექნოლოგიებს და ჩვენს ბიზნესპროცესებს, რათა ნაკლები ენერგია და რესურსი გამოვიყენოთ პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების კუთხით. ყურადღება გავამახვილეთ ერთჯერადი პლასტმასის და პლასტიკური ჩანთების შემცირებაზე ჩვენი პროდუქტის შეფუთვასა და განაწილებაში.

ხოლო როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და დაბალანსებულ კვებაზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სპორტული აქტივობის მხარდაჭერაც, რომლებიც ძირითადად საქველმოქმედო შინაარსისაა ხოლმე. გამოვარჩევდი „თბილისი მარათონს“, რომელშიც 2018 წლიდან კომპანია აქტიურად იღებს მონაწილეობას და ბოლოს რეკორდიც მოვხსენით ყველაზე წარმომადგენლობითი გუნდით. სწორედ ეს არის ჩვენი მისია, რომ ყველა შესაძლო გზით მხარი დავუჭიროთ და მაგალითი მივცეთ ადამიანებს, რათა თავიანთი ცხოვრების წესი უკეთესობისკენ შეცვალონ.

 

*ნებისმიერი მტკიცებულება წონის კონტროლთან მიმართებაში უკავშირდება Herbalife Nutrition-ის წონის კონტროლის პროგრამას, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად მოიცავს დაბალანსებულ დიეტას, სისტემატიურ ფიზიკურ ვარჯიშს, აუცილებელი რაოდენობით სითხის ყოველდღიურ მიღებას, საჭიროების შემთხვევაში ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღებას და საკმარის დასვენებას. ყველა შედეგი ინდივიდუალურია და შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.

**მოყვანილი შემოსავლების ოდენობა და ბიზნესის განვითარების მაგალითები ინდივიდუალურია და არ არის ტიპიური