Honda – პირველი ვიქნებით ე.წ მესამე დონის ავტოპილოტზე მომუშავე მანქანების მასობრივი წარმოებით

Honda – პირველი ვიქნებით ე.წ მესამე დონის ავტოპილოტზე მომუშავე მანქანების მასობრივი წარმოებით

იაპონური ავტომწარმოებელი Honda აცხადებს, რომ ის მსოფლიოში პირველი იქნება, რომელიც მასობრივად დაიწყებს ე.წ მესამე დონის ავტოპილოტზე მომუშავე მანქანების წარმოებას. აღნიშნული ავტომობილები მძღოლებს მისცემს შესაძლებლობას ავტოპილოტით იარონ გადატვირთულ მაგისტრალებზეც.

“Honda აპირებს ძვირადღირებული სედანის – Honda Legend-ის გაყიდვების დაწყებას, რომელიც აღჭურვილი იქნება ახალი შემოწმებული და დამტკიცებული ავტომატური მართვის მოწყობილობებით“, – წერია კომპანიის პრეს-რელიზში.

Honda-ს ცნობით, ახალი ავტომობილის გაშვება მარტის ბოლომდე იგეგმება.

შეგახსენებთ, იაპონიის მთავრობამ Honda-ს ავტომატური ტექნოლოგია Traffic Jam Pilot-ს უსაფრთხოების სერტიფიკატი მიანიჭა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.