HSBC-მა მხოლოდ ერთ დღეში დაახლოებით $200 მლნ დაკარგა

HSBC-მა მხოლოდ ერთ დღეში დაახლოებით $200 მლნ დაკარგა

HSBC-მა მხოლოდ ერთ დღეში ოქროს ბაზარზე ქაოსის გამო დაახლოებით $200 მლნ დაკარგა. ეს იყო მარტში, როდესაც არეულობამ ოქროს ბაზარზე ფასების დრამატული ცვლილებები გამოიწვია.

ამის შესახებ აღნიშნულია ბანკის ფინანსურ დოკუმენტებში.

ნიუ-იორკის და ლონდონის ბირჟებზე ოქროს ფიჩერსების ფასი, დაახლოებით $70-ით შეიცვალა, რაც ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი ცვლილებაა. აღნიშნულმა მოვლენამ ბანკებს სერიოზული დარტყმა მიაყენა, იმ ბანკებს განსაკუთრებით, რომლებიც აქტიურად ვაჭრობენ ე.წ Exchange for Physical-ით. ეს არის მექანიზმი, რომლითაც ტრეიდერები პოზიციებს ცვლიან ნიუ-იორისა და ლონდონის ბირჟებზე.

თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ვითარება შედარებით დასტაბილურდა. მაგრამ ოქროს ფასი მაინც მზარდია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.