Huawei-ის სმარტფონების გაყიდვები მზარდი მხოლოდ ჩინეთში რჩება

Huawei-ის სმარტფონების გაყიდვები მზარდი მხოლოდ ჩინეთში რჩება

Huawei-ის ტელეფონები ისევ მოთხოვნადია ჩინეთში, მაგრამ მისი გაყიდვები საგრძნობლად მცირდება საზღვარგარეთ. ეს დიდი დარტყმაა იმ კომპანიისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ გაყიდვებით Samsung-საც კი უსწერებდა.

კლება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ Huawei-ს მომხმარებელს აღარ აქვს წვდომა Google-ის აპლიკაციებთან და სისტემურ განახლებებს ვეღარ მიიღებენ. სმარტფონების გაყიდვები 6%-ით შემცირდა გასულ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სექტემბერის ბოლოს ჰუავეიმ წარადგინა უახლესი სმარტფონი Mate 30, რომლის ღირებულებაც 880 აშშ დოლარია. სამწუხაროდ სმარტფონს არ აქვს წვდომა Google-ის აპლიკაციებთან, Google maps და Facebook-თან.

აღსანიშნავია, რომ Huawei-ის ნაკლები პრობლემები ექმნება ადგილობრივ ბაზარზე, რადგან გლობალური აპლიკაციები ჩინეთმა თავად აკრძალა რამოდენიმე წლის წინ.

როგორც, კომპანიის რეთაილერები აცხადებენ, მათ ეჭვი აქვთ, რომ Huawei-ს ძალიან გაუჭირდება პოპულარობის შენარჩუნება საზღვარგარეთ.

წყარო: CNN Business

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *