Huawei-მ სმარტფონების გაყიდვებით პირველად ისტორიაში Samsung-ს აჯობა

Huawei-მ სმარტფონების გაყიდვებით პირველად ისტორიაში Samsung-ს აჯობა

Huawei-მ, მისი არსებობის მანძილზე პირველად, გაყიდვებში ყველა კონკურენტ კომპანიას გაუსწრო და 55.8 მილიონი სმარტფონი გაყიდა. ამას ანალიტიკური კომპანია Canalys-ის მონაცემები ადასტურებს, რომელზეც The Verge წერს.

Huawei-ს დიდი ხანია ჰქონდა Samsung-ზე გასწრების სურვილი, სასურველი შედეგიც მან აპრილსა და ივნისს შორის პერიოდში მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები გარკვეულწილად პანდემიამაც შეცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ Huawei ამ ადგილს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. Huawei-მ წელს 5%-ით ნაკლები სმარტფონი გაყიდა, ვიდრე შარშან. Samsung-ის გაყიდვები კი, პანდემიამ 30%-ით შეამცირა (55.8 მილიონი Huawei, 53.7 მილიონი Samsung). Huawei-ს მოწყობილობების 70%-ზე მეტი გაყიდვაში ჩინეთშია, ამიტომაც Samsung-ის სავაჭრო კერებისგან განსხვავებით, პანდემიით არცისეთი დაზარალებული აღმოჩნდა. Samsung-ს კი ჩინეთში ბევრი მომხმარებელი არ ჰყავს.

“Covid-19-ის ეპიდემია რომ არა, Huawei ამ შედეგებს ვერ მიიღებდა. Huawei-მ სწორად გამოიყენა ჩინეთის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის პერიოდი სმარტფონების ბიზნესის აღსადგენად.”– ამბობს ბენ სტანტონი, Canalys-ის ანალიტიკოსი.

ამის მიუხედავად, Huawei-სთვის ჩინეთის გარეთ პროდუქციის გაყიდვა ჭირს, რადგან Huawei-ს მოწყობილობებს Google-ის სერვისების მოხმარების უფლება არ აქვთ. როდესაც სმარტფონებზე მოთხოვნა კვლავ დაიწყებს ზრდას, Huawei-სთვის პირველი ადგილის შენარჩუნება რთული გახდება. აღსანიშნავია, რომ შემდეგ კვარტალში, Samsung-ი ახალი პროდუქციის შედეგად გაყიდვების ზრდას მოელის. თუმცა, Huawei-ს გაყიდვები ჩინეთში იმდენად კარგად მიდის, რომ კონკურენტი კომპანიები ჯერ Huawei-ს პროდუქციის მოთხოვნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *