I კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტებისას 455.5 მლნ ლარი დაიხარჯა

I კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტებისას 455.5 მლნ ლარი დაიხარჯა

2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან რეზიდენტი მოგზაურების 642.8 ათასი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 9.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 521.6 ათასი შეადგინა, რაც 16.3%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 328.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 28.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა, 48.4%, განხორციელდა 31-50 წლის ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.5%-ს შეადგენდა.

პირველ კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34.6%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.8 ათასი და 90.0 ათასი ვიზიტი.

წყარო: საქსტატი

განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.1 ღამე) 5.3%-ით მეტია. ვიზიტების 97.9% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 455.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 22.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა და 873.1 ლარი შეადგინა.

წყარო: საქსტატი