სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, $19 მილიარდს გადააჭარბა. ეს წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 5.5%-ით აღემატება.
საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 5.46 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, იმპორტი კი – 13.55 მილიარდ აშშ დოლარს. პირველ შემთხვევაში წლიური ზრდა 7.4%-ს შეადგენს, მეორე შემთხვევაში კი მაჩვენებელი 4.8%-ით არის გაზრდილი.
შესაბამისად, იანვარ-ოქტომბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8 მილიარდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5%-ია.
