2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 338.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 26.2%-ით), ხოლო იმპორტი 1 მლრდ აშშ დოლარს (შემცირდა 10.1%-ით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარში, 664.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია. აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობის დეფიციტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (232.6 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (190.0 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (96.4 მლნ აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 112 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.1%-ს შეადგენს. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 101.4 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.1% შეადგინა.