იაპონელი მილიარდერი ქვეყანას თვეში უსასყიდლოდ 300 მლნ პირბადით მოამარაგებს

იაპონელი მილიარდერი ქვეყანას თვეში უსასყიდლოდ 300 მლნ პირბადით მოამარაგებს

იაპონელი მილიარდერი და SoftBank-ის აღმასრულებელი დირექტორი მასაიოში სონი აცხადებს, რომ ის ყოველთვიურად იაპონიას 300 მილიონი პირბადით მოამარაგებს. ამის შესახებ მილიარდერმა ჩინურ ელეტრომწარმოებელთან BYD Co Ltd-თან მიღწეული შეთანხმების შემდეგ განაცხადა. აღნიშნულმა ჩინურმა კომპანიამ კორონავირუსის პანდემიის გამო, პირბადეების წარმოება დაიწყო.

ამგვარად, SoftBank-ი პირბადეებით უზრუნველყოფას მომავალი თვიდან დაიწყებს. თავდაპირველად პირბადეებით სამედიცინო პერსონალი მომარაგდება. აღსანიშნავია, რომ SoftBank-ი ამით არანაირ ფინანსურ სარგებელს არ მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირბადეების უფასოდ დაარიგებს.

იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ მოსახლეობის პირბადეებით უზრუნველყოფის საკითხზე. როგორც მოსალოდნელია უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს მრავალჯერადი მოხმარების პირბადეების დარიგება მათთვის, გარდა ამისა, მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ ქვეყანაში 700 მილიონი მრავალჯერადი პირბადის წარმოება სურთ.

შეგახსენებთ, იაპონელი მილიარდერის მასაიოში სონის ქონება დაახლოებით $21 მილიარდს შეადგენს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *