იაპონიაში Studio Ghibli-ს თემატური პარკი იხსნება

იაპონიაში Studio Ghibli-ს თემატური პარკი იხსნება

2022 წლის ნოემბერში, იაპონიის ქალაქ ნაგაკუტეში ლეგენდარული ანიმაციური სტუდიის, Studio Ghibli-ს თემატური პარკი გაიხსნება, – ამის შესახებ კომპანიის Twitter-ზე ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ ახალი თემატური პარკი იმ ადგილას აშენდება, სადაც 2005 წელს მსოფლიო გამოფენა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ Studio Ghibli-ს ფილმების მიხედვით დეკორაციები, მათ შორის საცუკისა და მეის სახლი, ფილმიდან „My Neighbot Totoro“ ჯერ კიდევ 2005 წელს გამართული გამოფენისთვის ააგეს, ხოლო ახლა, ამ ტერიტორიაზე კინოსტუდიის სხვა დეკორაციები გამოჩნდება, მათ შორის ფილმებიდან „Whisper of the Heart“, „How’s Moving Castle“, „Princess Mononoke“ და „Kiki’s Delivery Service“.

არ უნდა დაგვავიწყდეს კონტექსტი: ცოტა ხნის წინ, თემატური პარკი კიდევ ერთმა ლეგენდარულმა იაპონურმა ბრენდმა, Nintendo-მ გახსნა.