იდეა ინვესტი - ახალი სტანდარტი უძრავი ქონების სექტორში

იდეა ინვესტი - ახალი სტანდარტი უძრავი ქონების სექტორში

უძრავი ქონების შეძენისას ხშირად მოუქნელი გადახდის პირობებთან გამკლავება და ფინანსური ბარიერების გადალახვა გვიწევს, ტრადიციული მოდელები ვერ პასუხობენ ინვესტორთა თუ უძრავი ქონების შეძენის მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, ხოლო დროებითი შეთავაზებები გრძელვადიან ღირებულებას ვერ ქმნიან. მომავალ ბინადრებსა და ინვესტორებს სჭირდებათ სანდო და მოქნილი ფინანსური გადაწყვეტები. სწორედ ამ საჭიროებებს პასუხობს იდეა ინვესტი, რომლის შესახებაც კომპანიის კომერციული ხელმძღვანელი, თაკო ახვლედიანი გვიამბობს.

 

რა არის იდეა ინვესტი და რას წარმოადგენს მისი კონცეფცია?

იდეა ინვესტი იდეა დეველოპმენტის ახალი მიმართულებაა, რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ საინვესტიციო პროდუქტს, დაფუძნებულს მარტივ და ამავდროულად მყარ პრინციპზე: შექმნას უნიკალური, საიმედო პროდუქტი, მორგებული თითოეულ მცხოვრებელსა თუ ინვესტორზე.

ტრადიციული ფინანსური მოდელებისა და შეთავაზებებისგან განსხვავებით, იდეა ინვესტის პროდუქტი გაცილებით მოქნილი და მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებულია. ჩვენთან ნებისმიერი პროდუქტი ინდივიდუალური საჭიროებებისა და საინვესტიციო მიზნების მიხედვით იქმნება და ინვესტირებისა თუ უძრავი ქონების შეძენის პროცესს არაერთი უსიამოვნო ბარიერისგან ათავისუფლებს. იდეა ინვესტი არ ქმნის მხოლოდ დროებით სარგებელს, არამედ საკუთარი მომხმარებლისთვის მდგრად და გრძელვადიან სტრატეგიებს აყალიბებს.

რა არის იდეა ინვესტის მთავარი გზავნილი ინვესტორებისა და მომავალი ბინადრებისთვის?

შესაძლებელია, უძრავ ქონებაში ინვესტირება ხელმისაწვდომი, მარტივი და, რაც მთავარია, კიდევ უფრო მოგებიანი იყოს. ამისთვის საჭიროა სხვადასხვა ფინანსური მოდელებისა და სტრატეგიების გაერთიანებით, იქმნებოდეს პროდუქტი ინდივიდუალური საჭიროებებისთვის.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისას მომხმარებელი იდეა ინვესტის კლუბის წევრი გახდება, რომლის ფარგლებშიც მას გაეხსნება წვდომა VIP-სივრცეებთან, ექსკლუზიურ შეთავაზებებთან და დახურულ ღონისძიებებთან.

რა მიზნები აქვს იდეა ინვესტს სამომავლოდ?

ამ ეტაპზე იდეა ინვესტის პროდუქტით სარგებლობა მომხმარებელს ახალ მულტიფუნქციურ პროექტში – იდეა პანორამაში შეუძლია. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. სულ მალე იდეა ინვესტი სრულად წარდგება ბაზარზე კიდევ რამდენიმე პროექტის ფარგლებში. სამომავლოდ იდეა ინვესტის პროდუქტზე დეტალურ ინფორმაციას შეიტყობთ და მის პორტფოლიოში არაერთ მასშტაბურ და უალტერნატივო პროდუქტს იხილავთ.