სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) წლიურ ჭრილში 8%-ით გაიზარდა. ამავე წლის II კვარტალთან შედარებით ინდექსი მცირედით, 0.9%-ით არის შემცირებული.
ცნობისთვის, RPPI ფარავს თბილისს და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
წინა კვარტალთან შედარებით, ფასები შემცირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე კერძო სახლების სეგმენტში. პირველ შემთხვევაში კლებამ 1.1%, მეორე შემთხვევაში კი 0.2% შეადგინა.
გასული წლის III კვარტალთან შედარებით კი ფასები გაიზარდა ორივე სეგმენტში – ბინების შემთხვევაში 7.5%-ით, ხოლო კერძო სახლების შემთხვევაში 9.7%-ით.
2024 წლის III კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით: