ილონ მასკი: მსოფლიოში ნავთობისა და გაზის წარმოება უნდა გაიზარდოს

ილონ მასკი: მსოფლიოში ნავთობისა და გაზის წარმოება უნდა გაიზარდოს

ცოტა ხნის წინ, Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აუცილებელია, დანარჩენმა მსოფლიომ ნავთობისა და გაზის წარმოება დაუყონებლივ გაზარდოს, რათა ნავთობის მიწოდების ჯაჭვში ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებები, რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას, ხოლო გაზის მზარდი ფასები – დასტაბილურდეს.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ კარგად ესმის, თუ რა ზიანი მიადგება ამ გადაწყვეტილებით Tesla-ს, მაგრამ დასძინა, რომ დღევანდელ რეალობაში ენერგიის განახლებად წყაროებზე დაჩქარებული წესით გადასვლა და მოკლევადიან პერიოდში მომხმარებელთა მზარდი ფასებისგან დაცვა – უბრალოდ შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ეს ტვიტები ილონ მასკმა მაშინ გაავრცელა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი განიხილავს, დაადოს თუ არა ემბარგო რუსულ ნედლ ნავთობს. საინტერესოა, რომ ილონ მასკის ამ იდეას ეთანხმებიან ნავთობწარმოების ამერიკული ინდუსტრიის ლიდერებიც – მათი აზრით, ქვეყანაში ნავთობის წარმოებამ აუცილებლად უნდა იმატოს.

თავისთავად ცხადია, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა გავლენა ნედლი ნავთობის მსოფლიო ბაზარზეც მოახდინა – პარასკევს, ნავთობის ფასის ისტორიაში უდიდესი ზრდა დაფიქსირდა. ნავთობის ფასის გარდა იზრდება ხორბლის და ლითონების ფასებიც

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *