ილონ მასკის SpaceX-ს NASA-მ ასტრონავტების კოსმოსში გადაყვანის სერტიფიკატი გადასცა

ილონ მასკის SpaceX-ს NASA-მ ასტრონავტების კოსმოსში გადაყვანის სერტიფიკატი გადასცა

მილიარდერი ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა NASA-ს ასტრონავტების გადაყვანის სერტიფიკატი მოიპოვა. ამგვარად, NASA-მ კომპანიას მისცა უფლება თავისი ასტრონავტები კოსმოსში გაიყვანოს. პირველი გამგზავრება 14 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ეს ნებართვა ნიშნავს იმას, რომ მასკის კომპანია სანდოა და უსაფრთხოა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ადამიანების გადაყვანისთვის.

“ეს არის უდიდესი პატივი, რომელიც ნდობას აჩენს ჩვენი მცდელობების მიმართ, რომ დავრუნდეთ მთვარეზე, ვიმოგზაუროთ მარსზე და დავეხმაროთ კაცობრიობას გახდნენ მრავალ-პლანეტელები“, – წერია მასკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2020 წლის მაისში NASA-ს მიერ შემოწმების პროცესის ფარგლებში ორი ასტრონავტი გაემგზავრა ამერიკიდან ხომალდ SpaceX Crew Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ეს იყო ერთგვარი კომერციული ფრენა, რასაც ამერიკული მედია “უდიდეს ნახტომს“ უწოდებს კოსმოსურ კაპიტალიზმში.

“ეს სერტიფიცირება არის უდიდესი მიღწევა NASA-ს და SpaceX-ის თანამშრომლობის კუთხით, რომელიც ხაზს უსვამს იმ პროგრესს, რაც ჩვენ შეგვიძლია კომერციულ ინდუსტრიაში ერთად მივაღწიოთ“, – განაცხადა NASA-ს ადმინისტრატორმა ჯიმ ბრაიდენსტინმა.

ამგვარად, SpaceX-ის Crew Dragon-ი არის პირველი ხომალდი, რომელსაც NASA-ს სერტიფიკატი აქვს რეგულარული ფრენებისთვის ასტრონავტებთან ერთად. NASA-ს ცნობით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია ოთხი ამერიკელი ასტრონავტის და ერთი იაპონელი მოქალაქის გამგზავრება კენედის კოსმოსური ცენტრიდან.