IMF: საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს თვეში 150 ლარს გადაუხდის

IMF: საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს თვეში 150 ლარს გადაუხდის

საქართველოში უმუშევრად დარჩენილი, იმ მოქალაქეების სუბსიდირება მოხდება, რომლებმაც COVID 19-ისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის შედეგად, სამსახურები დაკარგეს. სუბსიდიის ფარგლებში იგეგმება ერთ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში 150 ლარის გაცემა. შესაბამისად, ერთ მოქალაქის უმუშევრობის კომპენსაციაზე საქართველოს მთავრობა 900 ლარს დახარჯავს. 

ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც ყველა ქვეყანაში კორონავირუსის გამოწვევების საპასუხოდ უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ ზომებს მოიცავს.

როგორც IMF-ის ვებგვერდზე წერია, ეს დახმარება მიმართული იქნება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დასაქმებული (ანუ იხდიდნენ საშემოსავლო გადასახადს) და COVID-19-ის გამო, დარჩნენ უმუშევრები. 

რაც შეეხება დანარჩენ ინფორმაციას, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი წერს:

გარდა ამისა, აღნიშნულია კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, რაც ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადების გადახდის უზრუნველყოფას მოიცავს სამი თვით იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 200 კვ.სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრამდე გაზს მოიხმარენ თვეში მარტიდან მაისის ჩათვლით.

“351 მილიონი ლარი მიმართული იქნება ჯანდაცვის სექტორის დანახარჯებზე, მათ შორის ლაბორატორიულ ტესტირებაზე, კარანტინის ხარჯებზე და ასევე ჰოსპიტალიზაციასთან, სამედიცინო მკურნალობასა და მარაგებთან დაკავშირებულ გაზრდილ დანახარჯებზე“, – აღნიშულია ინფორმაციაში.

IMF-ი წერს, რომ გარდა ამისა, მთავრობა უზრუნველყოფს 9 მნიშვნელოვანი პროდუქციის (ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო და წიწიბურა) იმპორტის სუბსიდირებას ჯამში 50 მილიონი ლარის ოდენობით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *