ინდოეთი Facebook-ს Jio Platforms-თან $5.7-მილიარდიანი გარიგების ნებას რთავს

ინდოეთი Facebook-ს Jio Platforms-თან $5.7-მილიარდიანი გარიგების ნებას რთავს

ინდოეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა დართო ნება Facebook-სა და Reliance Jio Platforms-ს $5,7-მილიარდიანი გარიგება დაასრულონ.

ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, ინდოეთის კონკურენციის კომისიამ ნებართვა მისცა Facebook-ს მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელოს და შეიძინოს ინდურ პლატფორმაში აქციების 9,99%. აღსანიშნავია, რომ Reliance Jio Platforms-ი მილიარდერ მაკეშ ამბანის მიერაა დაარსებული.

გარიგების მიხედვით, Jaahu Holdings-ი Facebook-ის მფლობელობაში მყოფი შვილობილი კომპანია, რომელიც გასულ წელს შექმნა. სწორედ ის იქნება Jio Platforms-ის აქციების შემსყიდველი.

Jio Platforms, ინდოეთის ყველაზე ძვირადღირებული კომპანია Reliance Industries-ის დაარსებული პლატფორმაა, რომელსაც ინდოეთში 388 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ანალიტიკოსების განცხადებით Facebook-ის ინვესტიცია მილიარდერ მაკეშ ამბანის Jio Platforms-ში ყველაზე დიდი ინვესტიციაა ბოლო წლების განმავლობაში, რაც კი სოციალურ ქსელს განუხორციელებია. გარიგებამ ტექნოლოგიურ გიგანტს, შესაძლოა, კარი გაუღოს ინდოეთში თავის დასამკვიდრებლად, რომელსაც რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ინდოეთში Facebook-ის 350 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მის კუთვნილ აპლიკაცია WhatsApp-ს კი 400 მილიონი მომხმარებელი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *