ინდოეთის Sony ქვეყნის ყველაზე დიდ სატელევიზიო ქსელს, Zee-ს, შეიძენს

ინდოეთის Sony ქვეყნის ყველაზე დიდ სატელევიზიო ქსელს, Zee-ს, შეიძენს

Sony Group Corp.-ის ინდურმა ოფისმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ქვეყნის ყველაზე დიდი სატელევიზიო ქსელის, Zee Entertainment Enterprises Ltd-ის ყიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნული სიახლის გამოცხადების შემდეგ Zee-ს აქციათა ფასები 20%-ით გაიზარდა და მისმა საერთო ღირებულებამ 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

კომპანიის განცხადებით, Zee-ს 53%-იანი წილის მფლობელები სონის ინდოელი მეწილეები, ხოლო 47%-იანი  წილისა თავად კომპანიის მეწილეები იქნებიან. „სონის“ აქციონერები კომპანიაში დამატებითი კაპიტალის დაბანდებას გეგმავენ, მმართველი საბჭოს უმრავლესობას კი ასევე „სონის“ წარმომადგენლები დაიკავებენ.

აღნიშნული შეთანხმება კიდევ უფრო მეტად გააფართოებს Sony-ის მედიაბიზნესს  მსოფლიოში პოპულაციის სიდიდით მეორე სახელმწიფოში. Zee-ს აღმასრულებელი დირექტორი, პუნიტ გოენკა კი უფრო დიდი კომპანიის სათავეში მოექცევა. საინტერესოა, რომ Zee-ს აქციონერები აღნიშნული პიროვნების თანამდებობიდან გადაყენებას ცდილობდნენ. თუმცა Sony-ს გადაწყვეტილებით და შეთანხმების მიხედვით, გაერთიანებულ კომპანიას სწორედ ის უხელმძღვანელებს.

თუმცა, ჯერჯერობით ყველაფერი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. გარიგების დადასტურებას Zee-ს აქციათა მფლობელების 75%-ის თანხმობა ესაჭიროება. ხმის მიცემის პროცესი კი მას შემდეგ დაიწყება, რაც შეთანხმების შესახებ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. Zee-სა და Sony-ის ერთობლივი განცხადების თანახმად, ორი კომპანია 90-დღიან სამუშაო პერიოდს იწყებს, რომლის დროსაც შეთანხმების დეტალებს განიხილავენ და დააზუსტებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.