Kazakhstan Growth Forum-ზე მიხეილ ლომთაძე საუკეთესო CEO-დ აღიარეს

Kazakhstan Growth Forum-ზე მიხეილ ლომთაძე საუკეთესო CEO-დ აღიარეს

Kazakhstan Growth Forum-ზე გამართული დაჯილდოებისას, რომელზეც, ყოველწლიურად, ყაზახეთის საუკეთესო კომპანიებს და მათ ხელმძღვანელებს ასახელებენ, ყურადღების ცენტრში კვლავაც ქართველი ანტრეპრენიორი, მიხეილ ლომთაძე მოექცა – ის წლის საუკეთესო მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად აღიარეს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძის გარდა, ორი ჯილდო მისმა დაარსებულმა კომპანიამაც მიიღო: კლიენტთა განახლებული გამოცდილების შექმნისთვის Kaspi „წლის ტრანსფორმატორად“ აღიარეს, ხოლო კომპანიის გასვლა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, „წლის მთავარ გარიგებად“ შეაფასეს.

საუკეთესო კომპანიებსა და ხელმძღვანელებს Kazakhstan Growth Forum-ის ექსპერტთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს – აღსანიშნავია, რომ წლევანდელ კონკურსში 500 ყაზახური კომპანია მონაწილეობდა.

„დიდი მადლობა ჟიურის ამ გადაწყვეტილებისთვის. Kaspi.kz-ის გუნდის სახელით დიდ მადლობას გიხდით ჩვენს თითოეულს მომხმარებელს, რადგან ჩვენს სერვისებს იყენებთ და  მუდმივი განახლებებისა და ინოვაციების აუცილებლობას შთაგვაგონებთ. ჩვენ კი გპირდებით, რომ ყაზახებს კიდევ უფრო გავაოცებთ იმ ინოვაციური სერვისებით, რომელთაც ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. მოდი, ერთად დავანახვოთ მსოფლიოს, რომ ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების დაარსება და განვითარება ყაზახეთშიც შესაძლებელია“, – აღნიშნა Kaspi-ს დამაარსებელმა, მიხეილ ლომთაძემ.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძე პრესტიჟული ყაზახური ბიზნესდაჯილდოებების ლაურეატი აქამდეც არაერთგზის გამხდარა. ამა წლის აპრილში, CEO Survey-ის მიხედვით, რომელსაც მსხვილი საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-ი (PwC) ატარებს, მიხეილ ლომთაძე საუკეთესო CEO-დ ზედიზედ მესამედ დაასახელეს.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.