ინფლაციის შესამსუბუქებლად, იაპონია $200 მილიარდის მოცულობის ხარჯების პაკეტს წარადგენს

ინფლაციის შესამსუბუქებლად, იაპონია $200 მილიარდის მოცულობის ხარჯების პაკეტს წარადგენს

იაპონია კვირის ბოლოს ხარჯების ახალ პაკეტს წარადგენს, რომლის მოცულობაც, სამთავრობო წყაროების ცნობით, სავარაუდოდ, $200 მილიარდზე მეტი იქნება. პაკეტი გულისხმობს ელექტროენერგიის გადასახადების შემცირებას, რაც მომავალ წელს ქვეყანაში ინფლაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ ამ თვეში ხარჯების პაკეტის წარდგენის პირობა დადო, რათა შეემსუბუქებინა ის ეკონომიკური დარტყმა, რომელიც უმეტესწილად საწვავისა და სურსათის ფასების ზრდამ გამოიწვია. მზარდი ფასების პრობლემა იაპონიაში განსაკუთრებულად კორონავირუსის პანდემიის დროს მიღებული ზომების შედეგად გამწვავდა. ხარჯების ახალი პაკეტი უზრუნველყოფს სუბსიდიებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის გადასახადს, მომავალი წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, დაახლოებით 20%-ით შეამცირებს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, სუბსიდიები მომავალი წლის დასაწყისში სამომხმარებლო ინფლაციას შეამცირებს, რომელმაც სექტემბერში, ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში, ცენტრალური ბანკის 2%-იან სამიზნეს გადააჭარბა. „კომპონენტებიდან, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ინდექსს შეადგენენ, სუბსიდიები გავლენას მოახდენს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადებზე. ტექნიკურად, იანვარ-მარტში, სუბსიდიები იაპონიის ინფლაციის მაჩვენებელს შეამცირებს“, – აცხადებენ Daiwa Securities-ის ანალიტიკოსები.

მათივე ინფორმაციით, დეკემბრისთვის დაახლოებით 3.2%-მდე დაჩქარების შემდგომ, სამომხმარებლო ინფლაცია, სუბსიდიებიდან გამომდინარე, მარტის თვისთვის, სავარაუდოდ, 1.7%-მდე შენელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *