ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 12.8%-მდე გაიზარდა

ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 12.8%-მდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 12.8% შეადგინა, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აგვისტოში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: რძე, ყველი და კვერცხი – 3.8%, ხორცი – 2.6%, ბოსტნეული – 2.1%, ყავა და ჩაი – 1.2%. სატრანსპორტო მომსახურება 1.1%-ით გაძვირდა, კაფეები და სასტუმროები 1.8%-ით. გაიაფდა ტანსაცმელი, 2.8%-ით და დასვენება-გართობა 1.5%-ით.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ტრანსპორტი გაძვირდა 22.5%-ით. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 16.2%-ით გაძვირდა, მათ შორის, ზეთი და ცხიმი 43.9%-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული 42.2%-ით,  რძე, ყველი და კვერცხი 17.3%-ით, პური 13%-ით. ჯანმრთელობის დაცვა 11%-ით გაძვირდა.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *