საქსტატი: მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 56.7%–ით გაიზარდა

საქსტატი: მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 56.7%–ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვა 56.7%–ით გაიზარდა და 35 მილიარდი ლარი შეადგინა.  აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით ბიზნესსექტორის ბრუნვამ პანდემიამდე არსებულ დონეს თითქმის 4 მილიარდი ლარით  გადააჭარბა.

43.4%-ით გაიზარდა ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის მეორე კვარტალში გამოშვების მოცულობამ 13.2 მილიარდი ლარი შეადგინა.

2021 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის უდიდესი ნაწილი – 61.4%   მსხვილ ბიზნესზე მოდის, 18.2%- საშუალოზე, ხოლო 20.4% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. რაც შეეხება პროდუქციის მთლიანი გამოშვების მოცულობას, ამ შემთხვევაში შეინიშნება შედარებით თანაბარი გადანაწილება.  პროდუქციის გამოშვების 45.9% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 27.1% საშუალო ზომის ფიქრებზე და 27% შესაბამისად მცირე ბიზნესის გამოშვებაა.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა შესყიდვამ 2021 წლის II კვარტალში 19.2 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 48.5 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების შესყიდვამ – 11.8 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.0 პროცენტით მეტი).

2021 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 36.8% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.6 %–ით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 10.2%–იანი წილით, მშენებლობა – 5.7%–ით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.7%–იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2.8 %–იანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.2 პროცენტი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2021 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე
ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (25.1 პროცენტი) და ვაჭრობა (19.2 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (16.2 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.0 პროცენტიანი წილით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *