Instagram-მა TikTok-ს გადაასწრო და გადმოწერების მიხედვით პირველ ადგილზეა

Instagram-მა TikTok-ს გადაასწრო და გადმოწერების მიხედვით პირველ ადგილზეა

2023 წელს Instagram-მა გადმოწერებით TikTok-ს გადაასწრო. Instagram-ის გადმოწერები წლიურად 20%-ით, 768 მილიონამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

პეკინში დაფუძნებული ByteDance-ის TikTok-ის გადმოწერები კი იმავე პერიოდში 4%-ით, 733 მილიონამდე გაიზარდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ Meta-ს პლატფორმა ახალი მომხმარებლების მოზიდვის პროცესში წარმატებას აღწევს. აღსანიშნავია, რომ მარკ ცუკერბერგი TikTok-ის აღმასვლას საკუთარი იმპერიის მედიაიმპერიისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს.

2020 წელს Instagram-მა ახალი ფუნქცია, მოკლე ვიდეოები (reels) დაამატა TikTok-ის წარმატების მაგალითზე, რამაც მრავალი Gen Z-ის წარმომადგენელი დააინტერესა. უფრო დიდია დაინტერესება “ინფლუენსერების” მხრიდანაც.

გასული წლის ბოლო კვარტალში Instagram-ის აქტიური თვიური მომხმარებლების რაოდენობამ 1.47 მილიარდი შეადგინა, ხოლო TikTok-ის შემთხვევაში მაჩვენებელი 1.12 მილიარდს შეადგენდა.

მიუხედავად რაოდენობას შორის განსხვავებებისა, TikTok-ის მომხმარებელზე წვდომა Instagram-თან შედარებით უკეთესია. მომხმარებლები საშუალოდ 95 წუთს ატარებდნენ ჩინურ პლატფორმაზე, ხოლო 62 წუთს – Instagram-ზე.

TikTok-ის ალგორითმის წყალობით აპლიკაციის სწრაფი ზრდის პარალელურად, Meta ინვესტიციებს ხელოვნურ ინტელექტში ახორციელებს, რათა მომხმარებლებისთვის რეკომენდაციები უფრო მეტად პერსონალიზებული გახდეს.