Intel-ი რუსეთში ყოველგვარ საქმიანობას წყვეტს

Intel-ი რუსეთში ყოველგვარ საქმიანობას წყვეტს

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, მიკროჩიპების მწარმოებელი მსოფლიო გიგანტი, Intel-ი რუსეთში ყოველგვარ საქმიანობას წყვეტს, – ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზში ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ ეს ომის თაობაზე მიღებული კომპანიის პირველი გადაწყვეტილება არ გახლავთ, რადგან რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის ტერიტორიაზე საკუთარი პროდუქციის შეტანა Intel-მა ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველ დღეებში შეწყვიტა.

„Intel-ი გლობალური საზოგადოების გვერდით დგას – ვგმობთ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარეებს მშვიდობისაკენ მოვუწოდებთ. დაუყონებლივ შევაჩერეთ ბიზნესთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა რუსეთში“, – წერია პრესრელიზში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსული ბაზარი არაერთმა დიდმა დასავლურმა კომპანიამ დატოვა, მათ შორის McDonald’s-მა, KFC-მ, Starbucks-მა, Coca-Cola-მ, PepsiCo-მ, Google-მა, Apple-მა და Microsoft-მა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *