Intel-ის მთავარი ინჟინერი კომპანიიდან მიდის

Intel-ის მთავარი ინჟინერი კომპანიიდან მიდის

მეხსიერების ბარათების მწარმოებელი Intel Corp.-ის მთავარი ინჟინერი, მერთი რენდუქინთალა კომპანიიდან მიდის. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

მერთი Intel Corp-ს ოფიციალურად 3 აგვისტოს დატოვებს, ხოლო კომპანიის მართვას საკუთარ თავზე Intel-ის სხვა მოწინავე ლიდერები აიღებენ.

23 ივლისს კომპანიამ განაცხადა, რომ მისმა ქარხნებმა ვერ შეძლეს ყველაზე თანამედროვე მეხსიერების ბარათების მწარმოებელი ტექნოლოგიის წარმატებით გამოყენება. შეგახსენებთ, რენდუქინთალა Intel-მა 2015 წელს დაიქირავა იმ იმედით, რომ ის კომპანიის პროდუქციის დიზაინის გაუმჯობესებას შეძლებდა.

მთავარი ინჟინრის წასვლა კიდევ უფრო ზრდის იმ წნეხს, რომლის ქვეშაც იმყოფება კომპანია. Intel-ის ღირებულება ბაზარზე $40 მილიარდით შემცირდა, რამაც ანალიტიკოსები Intel-ის წარმატების შესახებ ძლიერ დააეჭვა. როგორც კომპანია თავად აცხადებს, იგი კონკურენტ მწარმოებლებს ძლიერ ჩამოუვარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მან, ვინც მეხსიერების ბარათების წარმოებაზე აიღო პასუხისმგებლობა, დავალებას თავი ვერ გაართვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *