INTER RAO-სთან დავის წარმოებისთვის საქართველო საერთაშორისო კომპანიას შეარჩევს. იუსტიციის სამინისტროს უკვე დაევალა, საარბიტრაჟო წარმოების პროცესში ან დავის მორიგების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში, შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან იურიდიული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.
InterRao-ს ჯგუფმა საქართველოს წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა.
“ინტერ რაოს“ სტრუქტურები – ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V თელასის 75%-ს და „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ის 100%-ს ფლობენ და ქართულ მხარეს ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკლისის კომპენსირებას სთხოვენ. ამასთან ინტერ რაოში მიიჩნევენ, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით სწორი არ იყო, რამაც მათ მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა.