ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა

ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა
ივანე მაჭავარიანმა საქართველოს მთავრობა დატოვა. ფინანსთა მინისტრმა და ვიცეპრემიერმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება საკუთარი ფეისბუქის გვერდით გაავრცელა:„მინდა გაცნობით ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.“ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტს 2018 წლის ივლისიდან იკავებდა. ვიცეპრემიერად კი ირაკლი ღარიბაშვილმა ის 2021 წლის 25 თებერვალს დანიშნა.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *