ივანიშვილმა 21 თებერვლის შემდეგ $200 მლნ დაკარგა

ივანიშვილმა 21 თებერვლის შემდეგ $200 მლნ დაკარგა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 21 თებერვლის შემდეგ $200 მილიონი დაკარგა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მისი ქონება $5.57 მილიარდიდან $5.37 მილიარდამდე შემცირდა.

შედეგად, ივანიშვილი ამჟამად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 359-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული კლება, Bloomberg-ის შეფასებით, გლობალურ საფინანსო ბაზარზე აქციების ფასების მკვეთრ ვარდნას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება ჯამურად $84 მილიარდით შემცირდა. ყველაზე დიდი – $14.1 მილიარდიანი ზარალი Amazon-ის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს ჰქონდა, Berkshire Hathaway-ის დამფუძნებლის უორენ ბაფეტის ქონება კი $8.9 მილიარდი დოლარით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *