Mercedes-მა ახალი EV წარადგინა, რომელიც Tesla-ს ყველა მოდელზე მეტ მანძილს გაივლის

Mercedes-მა ახალი EV წარადგინა, რომელიც Tesla-ს ყველა მოდელზე მეტ მანძილს გაივლის

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Mercedes-Benz-მა ახალი ელექტრომობილი წარადგინა, რომელიც ერთი დამუხტვით იმაზე მეტ მანძილს გაივლის, ვიდრე Tesla-ს ნებისმიერი მოდელი. როგორც ჩანს, გერმანული ავტომწარმოებელი ამერიკელ ილონ მასკთან რბოლაში დაწინაურდა.

Mercedes-ის ახალი ელექტრომობილი CLA მოდელი გახლავთ, რომელიც თითქმის საწარმოო კონცეპტ-ვერსიის სახით წარადგინეს და ავტომობილს ერთი დამუხტვით 750 კილომეტრის გავლა შეეძლება. გარდა ამისა, მხოლოდ 15 წუთით დამუხტვის შემთხვევაში ავტომობილი დამატებით 400-მდე კილომეტრს გაივლის.

გერმანულმა ავტომწარმოებელმა ელექტრომობილი მიუნხენის საერთაშორისო საავტომობილო შოუმდე რამდენიმე კვირით ადრე წარადგინა. კომპანიის მთავარი ტექნოლოგიური ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნული მოდელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინოვაციური მიზეზების გამოა, რადგან ის ასახავს იმ ლიმიტებს, რომელთა გარღვევაც ავტომწარმოებელს შეუძლია.

Mercedes-ს განსაკუთრებით დიდი ჩავარდნა ჩინეთის ბაზარზე აქვს, სადაც გაყიდვების შემცირების გამო კომპანიას ელექტრომოდელებზე ფასების შემცირება მოუწია. ჩინეთის ბაზარზე Mercedes-ი ამერიკული Tesla-სთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ ჩინელი მომხმარებელი ავტოინდუსტრიაში არჩევანს ძირითადად ადგილობრივ მწარმოებლებზე, Nio-სა და BYD-ზე აჩერებს.