ივლისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.8 პროცენტით გაიაფდა

ივლისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.8 პროცენტით გაიაფდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ივლისში, წინა თვესთან (ივნისთან) შედარებით, 0.8%-ით შემცირდა, ხოლო 2017 წლის ივლისთან შედარებით 5.7%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 43%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

2018 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ფასები 0.9%-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0.7% პუნქტი შეადგინა. კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1.1%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (2.6%).

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 4.2%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (3.2%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (7.2%), რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (16.3%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 14.8%-ით გაძვირდა. 3.7%-ით გაიაფდა ტექსტილისა და საფეიქრო ნაწარმის წარმოება.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *