ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $57.8 მილიონით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 374.7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.3 პროცენტით ჩამორჩება.
ამავე პერიოდში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა 1%-ით არის გაზრდილი.
წლის დასაწყისიდან საქართველომ ტურიზმიდან 1.7 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო.
მიუხედავად კლებისა, ივლისში მიღებული შემოსავალი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იყო.
სებ-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში წინა წელთან შედარებით ტურიზმიდან ქვეყანამ 57.8 მლნ დოლარით ნაკლები მიიღო.
ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 570,482 შეადგინა, რაც 5,505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +1%).
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთი (+9.6%) და სომხეთი (+3.2%) შედგა.