ივნისში ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 337 მილიონი ლარით გაიზარდა

ივნისში ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 337 მილიონი ლარით გაიზარდა

2017 წლის ივნისში. წინა თვესთან (მაისთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 337 მლნ ლარით გაიზარდა. მათ შორის, ლარში განთავსებული დეპოზიტები 270 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტები 58 მლნ დოლარით გაიზარდა. 2016 წლის ივნისთან შედარებით, 2017 წლის ივნისში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 750 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 479 მლნ დოლარით.

ივნისში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 68.1% შეადგინა. მაისში დოლარიზაცია 69%, ხოლო ერთი წლის წინ 68.2% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 12.1 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 5.7 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2017 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.8%-ია, ერთი წლის წინ 3.4% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.6%-ია, ერთი წლის წინ 8.2% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.