საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 348.26 მილიონი აშშ დოლარი (925 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 10.4%-ით (32.8 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 146.99 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 42.21%-ია. წლიურმა ზრდამ 4.82% შეადგინა.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, ივნისში ფულადი გზავნილებით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. კერძოდ, გასულ თვეში აშშ-დან საქართველოში 66.20 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 12.68%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე იტალიაა 54.18 მილიონი აშშ დოლარით. წლიურ ჭრილში ამ ქვეყნიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 4.92%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც ივნისში 51.42 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ამ შემთხვევაში წლიურად 25.12%-იანი ზრდა აღინიშნა.

2026 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39.8 მილიონი აშშ დოლარი (105.7 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2025 წლის ამავე თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით მეტია.












