ჯეიმს დაისონმა ახალი დიზაინის სასუნთქი აპარატი შექმნა, რომლის წარმოებასაც გეგმავს

ჯეიმს დაისონმა ახალი დიზაინის სასუნთქი აპარატი შექმნა, რომლის წარმოებასაც გეგმავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ კომპანია Dyson-ს 10 000 სასუნთქი აპარატი დაუკვეთა. კომპანიის მილიარდერმა დამფუძნებელმა ჯეიმს დაისონმა აღნიშნული ინფორმაცია თანამშრომლებისადმი მიწერილ დაადასტურა.

“სასუნთქი აპარატები პაციენტებს ეხმარება სუნთქვის გაგრძელებაში. თუმცა, სამწუხაროდ ახლა მნიშვნელოვანი დეფიციტია, როგორც ბრიტანეთში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით“, – აღნიშნა დაისონმა.

მისივე თქმით, მისმა კომპანიამ ახალი დიზაინის სასუნთქი აპარატი წარადგინა, რომელსაც CoVent-ი დაარქვა.

“ეს ახალი მოწყობილობა სწრაფად, ეფექტურად და დიდი მოცულობით დამზადდება“, – აღნიშნა დაისონმა.

კომპანია Dyson-ში, რომელიც ცნობილია მტვერსასრუტების და ხელის საშრობების წარმოებით, აცხადებენ, რომ სასუნთქი აპარატები აპრილის დასაწყისში იქნება მზად.

აღსანიშნავია, რომ დაისონის ქონება $10 მლრდ-ია. მისი თქმით, გლობალურად პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ის 5000 სასუნთქ აპარატს უფასოდ გაიღებს.

შეგახსენებთ, კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია Gtech-იც მუშაობს სასუნთქი აპარატების წარმოებაზე. აშშ-ში კი ამ კუთხით Ford-ი, GM-ი და Tesla მუშაობენ.