ჯეკ მას კომპანია Alibaba-ს აქციები დაეცა - მიზეზი ჩინეთის მთავრობის მიერ დაწყებული გამოძიებაა

ჯეკ მას კომპანია Alibaba-ს აქციები დაეცა - მიზეზი ჩინეთის მთავრობის მიერ დაწყებული გამოძიებაა

ჩინელი მილიარდერის, ჯეკ მას კომპანია Alibaba-ს აქციები დაეცა. ამის მიზეზი ჩინეთის მთავრობის მიერ ტექნოლოგიურ კომპანიაში ანტიმონოპოლიური გამოძიების დაწყება გახდა.

ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ Alibaba-ს მონოპოლიურ საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია შემთხვევებზე, როდესაც კომპანია მერჩანტებს აიძულებს აირჩიონ ორი პლატფორმიდან ერთ-ერთი, ორივესთან მუშაობის უფლებას კი არ აძლევს.

Alibaba-ში გამოძიების დაწყებას ადასტურებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ ბიზნესის ოპერირება ჩეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და შეფერხებები არ აქვთ.

ამასთან, ცნობილია, რომ ჩინეთის მარეგულირებლები აპირებენ Alibaba-ს მფლობელობაში მყოფი ციფრული გადახდების კომპანია Ant Group-ის შემოწმებასაც.

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დალისტული Alibaba-ს აქციები ხუთშაბათს დილით 8%-ით დაეცა. ნიუ-იორკის ბირჟაზე კი 3%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *