Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, მისი მთლიანი ქონების ღირებულებამ კი ცოტა ხნის წინ 201 მილიარდ დოლარს მიაღწია.
28 აპრილის მდგომარეობით, ელექტრონული კომერციის გიგანტის აქციები 1.1%-ით, ხოლო ბეზოსის წმინდა ქონება – 2.3 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
Amazon-ის დამფუძნებელი პირველი ადამიანია ისტორიაში, რომლის ქონების ჯამური ღირებულება 200 მილიარდ დოლარზე მეტია, მაგრამ ის მხოლოდ ახლა არ სარგებლობს უმდიდრესი ადამიანის ტიტულით. ბეზოსმა 200 მილიარდი დოლარი პირველად 2020 წლის აგვისტოში მოიპოვა, თუმცა კომპანიის აქციები 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისისთვის ისევ დაეცა.
Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ამჟამად 15 მილიარდი დოლარით უფრო მდიდარია, ვიდრე მსოფლიოს მეორე მდიდარი ადამიანი, ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო და 30 მილიარდი დოლარით მდიდარი, ვიდრე ილონ მასკი, რომელმაც უმდიდრესთა შორის პირველი ადგილი იანვარში დაიკავა, თუმცა ამ დროისთვის მესამეზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ Amazon-ის აქციების გაზრდა კომპანიის პირველი კვარტალის მოგების ანგარიშის მოლოდინმა განაპირობა, რომელსაც Amazon-ი ხუთშაბათს, ბაზრის დახურვის შემდეგ გამოაქვეყნებს.