ჯეფ ბეზოსმა ორ დღეში $1.74 მილიარდის აქციები გაყიდა

ჯეფ ბეზოსმა ორ დღეში $1.74 მილიარდის აქციები გაყიდა

Amazon-ის დამფუძნებელმა მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა ორ დღეში 1.74 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ასახულია აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის შესაბამის დოკუმენტში.

უცნობია, თუ რა გახდა აქციების გაყიდვის მიზეზი. ბეზოსი წლის განმავლობაში, როგორც წესი, სულ მცირე 1 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს ყიდის. მან ბოლოს ყველაზე დიდი რაოდენობის აქციები 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში გაყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Amazon-ის პრესსპიკერი გაყიდვებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მიხედვით, ჯეფ ბეზოსის ქონება 125.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წყარო: Forbes.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *