„ჯი-თი მოტორსმა“ საქართველოში BMW-სა და MINI-ს ახალი შოურუმი გახსნა

„ჯი-თი მოტორსმა“ საქართველოში BMW-სა და MINI-ს ახალი შოურუმი გახსნა

15 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხეივანზე „ჯი-თი მოტორსმა“ BMW-სა და MINI-ს ახალი, დროებითი შოურუმი გახსნა. კომპანია ბრენდებს ოფიციალურად 2022 წლის 1-ელი სექტემბრიდან წარმოადგენს.

ღონისძიება გაიმართა ორ ეტაპად. დღისით დროებითი შოურუმის ოფიციალური გახსნა და საღამოს საზეიმო ღონისძიება, რომლის დროსაც ასევე შედგა მე-7 სერიის ახალი მოდელის პრეზენტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ BMW GROUP-ის აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის პრეზიდენტი – დოქტორ ტომას რინი, გაყიდვების ხელმძღვანელი – კონრად ბაუმგარტნერი, დილერ განვითარების გუნდის ხელმძღვანელი – დანიელ მეილერი და გაყიდვების ხაზის განვითარების დირექტორი – ფრან ვეიშაუპტი და ეკონომიკის სამინისტროს პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ხოლო საღამოს ღონიძიებას ასევე ესწრებოდა გერმანიის ელჩი საქართველოში ენრსტ პიტერ ფიშერი და თბილისის მერი კახა კალაძე.

აღსანიშნავია, რომ შოურუმი, რომელიც დ. აღმაშენებლის 216-ში გაიხსნა არის დროებითი, ხოლო, ახალი, ე.წ. L shape შოურუმი 2024 წელს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნება და ის იქნება ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელიც BMW-ს განახლებული კონცეფციის სტანდარტებით დაპროექტდება.

„ჯი-თი მოტორსის“ მიერ გაწეული ინვესტიცია, რომელიც აღნიშნული ბრენდების საქართველოში ოფიციალურად შემოსვლისთვის და ახალი შოურუმისთვის განხორციელდება შეადგენს 10 მილიონ დოლარს, ხოლო კომპანიის მიერ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 198-ს.

„ჯი-თი მოტორსის“ მიერ საქართველოში ოფიციალურად წარმოდგენილი საავტომობილო ბრენდებია ასევე: Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki. S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *