"ჯორჯიან მანგანეზმა" სახელმწიფოს სააპელაციო სასამართლოში საგადასახადო დავა მოუგო

"ჯორჯიან მანგანეზმა" სახელმწიფოს სააპელაციო სასამართლოში საგადასახადო დავა მოუგო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საგადასახადო დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ კერძო პირის გამარჯვებით დასრულდა. საქმე ეხებოდა შპს “ჯორჯიან მარგანეზში” სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად 200 მილიონამდე თანხის დარიცხვის კანონიერების საკითხს. 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, საგადასახადო ორგანოს მხრიდან შპს “ჯორჯიან მანგანეზის” საგადასახადო დავალიანების განსაზღვრა განხორციელდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. არსებითად დაირღვა მატერიალური კანონმდებლობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო კერძო კომპანიაზე თანხის დარიცხვის საფუძვლები და საგადასახადო ორგანოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა. 

“ჯორჯიან მანგანეზი” წარმოადგენს ამერიკული კომპანია ,,ჯორჯიან ემერიქენ ელოიზის” მიერ დაფუძნებულ საზოგადოებას, რომელიც საქართველოში სამ უმსხვილეს საწარმოს – “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას”, “ჭიათურმანგანუმსა” და “ვარციხე ჰესების კასკადს” ფლობს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.